აფხაზურ ე.წ. პარლამენტში ახალი კომისია შექმნეს, რომელსაც გალის რაიონში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ყოფილი ე.წ. რწმუნებული, ამჟამად კი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი რუსლან ქიშმარია ჩაუყენეს სათავეში.
ნაციონალური უსაფრთხოებისა და ნაციონალური ინტერესების დაცვის კომისია რუსლან ქიშმარიას ხელმძღვანელობით ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და ნაციონალური ინტერესების დაცვის გარანტიების გამომუშავებისაკენ მიზანმიმართულ მუშაობას განახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.