მე-8 საჯარო სკოლაში მანდატურის განცხადების საფუძველზე მასწავლებლი სამსხურიდან გათავისუფლეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან" აცნობეს, დირექტორმა მასწავლებელი უკანონოდ გაათავისუფლა.
აღნიშნულთან დაკავშირთებით, ხვალ, 24 მარტს, 12 საათზე ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში (შევჩენკოს ქ. 12) თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში მანდატურის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მანდატურის მიერ უფლებამოსილების გადამეტების დამადასტურებელი დამატებითი მასალები და მას დაზარალებული მხარის წარმომადგენლები დაესწრებიან.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა. ამასთან, ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს მსგავს ფაქტებზე რეაგირებას და მოუწოდებს საზოგადოებას, მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, ცალკეული დარღვევების შესახებ.