სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია დღეს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ანტი ტურუნენს სოხუმში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტი ტურუნენს განუცხადა, რომ ჯენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე აფხაზური დელეგაცია "ახალი აფხაზური დიპლომატიური პასპორტებით აპირებს გამგზავრებას. ღვინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ მრავალი ქვეყანა, რომელსაც ჯერ ჯერობით აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ უღიარებია "კერძოდ, ლათინური ამერიკის ქვეყნები ახალ აფხაზურ პასპორებს აღიარებენ".
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მუშაობის საკითხები და 4 მარტს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-15 რაუნდის შედეგები.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7 ივნისს გაიმართება.