დღეს, 23 მარტს, რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსი ანდრეი ბელიანნიკოვი და აფხაზეთის ე.წ. საბაჟო სამსახურის უფროსი საიდ ტარკილი სოხუმში ხელს მოაწერენ 2011 წელს ერთობლივი მოქმედებების გეგმას. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ასევე ხელი მოეწერება რუსეთისა და აფხაზეთის საბაჟო სტრუქტურების ერთობლივ ოქმს, რომელშიც გაწერილი იქნება თანამდებობის პირების ქცევის წესები და ერობლივი მოქმედებების გეგმა", _ იუწყება აფხაზური მხარე.