უახლოესი 4 წლის განმავლობაში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქართველოში 40 მლნ. ევროს დახარჯავს, თუმცა გამორიცხული არ არის, უახლოეს წლებში ბანკმა საქართველოში საკუთარი საკრედიტო პორთფელი გააორმაგოს კიდეც.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დელეგაცია, ბანკის პრეზიდენტის ანდრეი კონდაკოვის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ ბანკს ეწვევია.
სებ-ის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი 2011-2014 წლებში თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაა.
კერძო სეტქორის განვითარების მხარდასაჭერად, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს ადგილობრივ კომერციულ ბანკებსა და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ინტერესის სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების დაფინანსება წარომადგენს როგორებიცაა: ფინანსური სექტორი, ენერგეტიკა, წარმოება და ინფრასტრუქტურა.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დელეგაციის წევრებს დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე და საინვესტიციო პროექტების ხელმძღვანელი გენადი ჯანგიძე შეხვდნენ.
"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი არის შავი ზღვის რეგიონების მიერ შექმნილი ბანკი, რომლის ძირითადი ფუნქციაც, იმ პროექტების დაფინანსებაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის ვაჭრობას, ასევე ინფრასტქრუტქურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებას. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი მცირე ზომის ბანკია, თუმცა სწრაფად მზარდი. ბოლო წლების განმავლობაში ბანკის მიერ დაახლოებით 50 მლნ. ევროს პროექტებია დაფინასებული და უახლოესი 4 წლის განმავლობაში ბანკის მიერ დამატებით 30-40 მლნ. ევრომდე ევროს მოცულობის პროექტების დაფინანსებაა ნავარაუდევი", - განაცხადა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
"ჩვენ საქართველოში ჩამოვედით იმისათვის, რომ ქართულ მხარესთან შევათანხმოთ 2011-2012 წლების ჩვენი ეროვნული სტრატეგია. როგორც წესი მსგავსი სტრატეგიები ახლდება იმის შემდეგ რაც ბანკის ახალი სტრატეგია იქნება მიღებული. მსგავსი სტრატეგია ბაკნებს შორის გასული წლის დეკემბერში იქნა მიღებული. ანალოგიური მისიით რამდენიმე თვის განმავლობაში 11 ქვეყანას უნდა ვეწვიოთ, როლებიც ბანკის შემადგენლობაში შედიან.
ბანკს საქართველოში 50 მლნ ევროს ღირებულების 15 პროექტი აქვს დაფინანსებული და უახლოესი 4 წლის განმავლობაში 40-50 მლნ. ევროს პროექტების დაფინანსებას ვგეგავთ. ყველაფერი თუ კარგად წარიმართება შესაძლოა საქართველოში ჩვენი საკრედიტო პორთფელის გაორმაგებაზეც ვიმსჯელოთ", - აცხადებს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კონდაკოვი.
დღესვე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს შეხვდება.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი 1994 წელს შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა სალონიკშია. ბანკის მიზანია რეგიონალური პროექტებისა და პროგრამებოის დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელსეწყობა, შავი ზღვის რეიგონის ეკონომიკური განვითარება. ამ საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო ხაზებით უკვე სარგებლობენ ქართული კომერციული ბანკები ("თი-ბი-სი", "პროკრედიტ ბანკი", "ვი-თი-ბი" და "ბანკი ქართუ"), გარდა ამისა, ფოთის პორტისა და BSTDB საქართველოს მილსადენის პროექტები.
ანდრეი კონდაკოვი 2010 წლის ინვლისიდნა ხელმძღვანელობს სავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს. სხვადასხვა წლებში იგი აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, საინვესტიციო და საფინანსო ურთიერთობებისა და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრონლობის საკითხებში. 2003-2007 წლებში იყო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2007 წლის ინვლისიდან 2010 წლის ივლისამდე კი კონდაკოვი BSTDB-ს ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. ეს კონდაკოვის რიგით მეორე ვიზიტია პრეზიდენტის რანგში.