18 მარტიდან "თიბისი ბანკი" დაიწყებს უჩვეულო და ორიგინალურ თამაშს, სახელწოდებით "იპოვე 10 ათასი დოლარი". ამ თამაშში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ჩაერთოს და მოძებნოს ის 10 ათასი დოლარი, რომელიც მიწაშია ჩამარხული. ფულის საპოვნელად კი მოთამაშეეებს მოუწევთ სხვადასხვა მინიშნების გამოცნობა და სპეციალური დავალებების შესრულება. ფულის მპოვნელს ნაპოვნი თანხა საჩუქრად გადაეცემა.
თამაში "იპოვე 10 ათასი დოლარი" თიბისი ბანკის დეპოზიტების მიმდინარე სარეკლამო კამპანიის" ნაწილია. მიწაში ფული ამ კამპანიის სარეკლამო რგოლის ერთ-ერთმა პერსონაჟმა დამარხა. ბანკი კი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს, იპოვონ და დაისაკუთრონ თანხა.
თამაში შედგება 4 ეტაპისაგან. მოთამაშეებს თითოეულ ეტაპზე მოუწევთ სხვადასხვა მინიშნების გამოცნობა, სპეციალური რუკის წაკიხვა და შესაბამისი დავალებების შესრულება.
თამაში მთელი თბილისის მასშტაბით გაიშლება, რადგან დავალებები და ამოცანები ქალაქის სხვად სხვა ადგილასაა მიმოფანტული. ვინც ყველაზე მეტ საზრიანობას, მონდომებას და სისწრაფეს გამოიჩენს, ის პირველი მივა ფინიშთან, ანუ დამარხული ფულის ადგილსამყოფელთან და მიიღებს 10 ათას დოლარს.
თამაში 18 მარტს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება - მოთამაშეებისთვის სწორედ ამ დროიდან იქნება ხელმისაწვდომი პირველი რუკა, რომელშიც პირველი დავალებები იქნება მოცემული.
ვისაც უცაბედი გამდიდრება სურს, თამაშში ჩასართველად საჭიროა ყურადღებით მიადევნონ თვალი თიბისი ბანკის დეპოზიტების სარეკლამო კამპანიას როგორც ტელეარხებზე, ისე ინტერნეტსივრცეში და გამოიცნონ ის ადგილი, სადაც 18 მარტს, დილის 10:00 საათიდან შესაძლებელი იქნება თამაშის დასაწყები რუკების მიღება.
თამაშისთვის სპეციალურად შექმნილია ფეისბუქის გვერდი http://www.facebook.com/tbcgame, სადაც განთავსებული იქნება თამაშთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია.