ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და საფრანგეთის ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, მუამარ კადაფის შვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას არ აფინანსებდა. მისი თქმით, ამას საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოში, დაფინანსების შესახებ არსებული დოკუმენტებიც ადასტურებს.
საიფ ალ-ისლამ კადაფიმ განაცხადა, რომ 2007 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანია მთლიანად ლიბიის მთავრობამ დააფინანსა.
კადაფის ვაჟმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთმა ლიბიის არასაფრენ ზოლად გამოცხადება კატეგორიულად მოითხოვა. ლიბიის არასაფრენ ზოლად გამოცხადების საკითხს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უშიშროების საბჭოს ლიბიის პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებისკენ მოუწოდებს. მათ მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნა ერთადერთი გზაა ლიბიაში არსებული სამოქალაქო ომის შესაჩერებლად და კადაფის გადადგომისთვის.