საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ამჟამად დიდი ოცეულის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ უახლოს პერიოდში G-20-ის სპეციალური სხდომის მოწვევას გეგმავს.
სხდომა იაპონიაში მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით იქნება მოწვეული და მისი მთავარი თემა ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საგანგებოდ მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს იაპონიისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე, რომელიც ამ დრომდე ვერ ახერხებს "ფუკუსიმას" ატომურელექტროსადგურზე გაგრილების სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
საფრანგეთის ხელისუფლებამ კი, იაპონიაში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა, ან გადავიდნენ ქვეყნის სამხრეთში, რათა თავიდან აიცილონ ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ რადიაციის ზემოქმედება.