რუსეთში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა "აკუიუ-„ს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისას გამოყენებული იქნება მართვის პროექტის ახალი სქემა.
"გამოვიყენებთ მართვის ახალ სქემას როგორც სადგურის მშენებლობის, ასევე მისი ფლობის და მართვის თვალსაზრისით", - განმარტა მედვედევმა თურქეთის პრემიერთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერდოღანის განცხადებით, ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით, ასევე ეს იქნება ანალოგიური ტიპის ენერგეტიკული ობიექტის მართვის აბსოლუტურად ახალი მოდელი.