ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს ქალაქ სარაევოში ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მთავრობების წევრები ესწრებიან.
შეხვედრას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ხორვატიის მალტისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრები, იტალიის, ლატვიის, ბულგარეთის, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები, ალბანეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის ჰარმონიზაციის კომისიის თავმჯდომარე და სპეციალური მოწვევით ლიბანის ყოფილი პრეზიდენტი დაესწრებიან. ევროპის სახალხო პარტია ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოთა წამყვან მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებს, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მმართველ პარტიებს აერთიანებს.
კონფერენციაზე ევროკავშირსა და ევროკავშირის სამეზობლოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე კულტურის აქტუალური საკითხები განიხილება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.