იტალიის პროკურატურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის 17 წლის გოგონასთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს.
როგორც ქვეყნის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბერლუსკონიმ სექსუალური კავშირის დასამყარებლად 13-ჯერ გადაუხადა ფული მოცეკვავე რუბის, რომლის ნამდვილი სახელიც კარიმა მახრუგია. ბერლუსკონის მიერ სექსუალური კავშირის დამყარების მოთხოვნის პერიოდში მახრუგი 17 წლის იყო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 6 აპრილსაა დაგეგმილი. თავად ბერლუსკონი უარყოფს ბრალდებას და მას "უაზროს" უწოდებს. მისი თქმით, მას ადრე მართლაც გადაუხდია ფული მასთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად ქალებისთვის, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ამჟამად ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობის დასამყარებლად "ძალა არ ჰყოფნის".