აშშ-ში, ქალაქ ატლანტაში არსებულმა ფონდმა Georgia to Georgia-მ შს სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს ბიბლიოთეკას საჩუქრად საჭირო სახელმძღვანელოები გადასცა.
პრეზენტაციას ესწრებოდა ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი მეთ ალენი, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს უფროსს, შალვა კვინიხიძეს ოფიციალურად გადასცა წიგნები და მომავალში ამ სფეროში თანამშრომლობის გაღმავების სურვილი გამოხატა.