საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, აუდრონიუს აჟუბალისს შეხვდა.
შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბრისას გილაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებას ზრდის.
თავის მხრივ აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა, რომ იმყოფებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში, რომლებიც "კარგად არის მოწყობილი".
გილაურთან შეხვედრამდე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე წეროვანში იმყოფებოდა, სადაც დევნილთა პირობებს ადგილზე გაეცნო.