12 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებმა იაპონელ ხალსხ სამძიმარი გამოუცხადეს. ამ მიზნით თავისუფალი დემოკრატების, საქართველოს გზის, ახალგაზრდული ფორუმის, რესპუბლიკური პატიის, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის, ეროვნული საბჭოს, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის, ქართული დასის, სოციალ დემოკრატიული პარტიის, თავისუფალი საქართველოს, ქალთა პარტიისა და მოძრაობის "ჩვენ თვითონ" ახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარები დღეს იაპონიის საელჩოში მივიდნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს.
"ეს არის უდიდესი ტრაგედია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება. გვჯერა იაპონელი ხალხის ოპტიმიზმისა და გამძლეობის, ვუსურვებთ მათ განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს", - განაცხადა საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის დროს ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა სულხან ღლონტმა.