ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰიპერტონიაა. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის ექსპერტმა დალი ტრაპაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში, დედათა სიკვდილიანობის მიზეზებში მნიშვნელოვანი წილი აქვს ჰიპერტონიას - მაღალ არტერიულ წნევას.
"საქართველოს მსახლეობის სიკვდილიანობის მიზეზებში პირველ ადგილზე ონკოლოგიური დაავადებებია, შემდეგ მას მოსდევს გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები, მათ შორის სუიციდი და მაღალი არტერიული წნევა", - აღნიშნა ტრაპაიძემ.
მისი ინფორმაციით, ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, თბილისში ყოველი 10 შემთხვევიდან 8 ადამიანის სიკვდილის მიზეზი მაღალი ალტერნატიული წნევა ხდება.
"არტერიული წნევა არის პრობლემა, რომლის დროულად გამოვლენის შემთხვევაში, ფატალური შედეგის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
შესაბამისი სკრინინგპროგრამის ამუშავების შემთხვევაში, ქვეყანაში ნაადრევი სიკვდილიანობის რიცხვის მკვეთრი შემცირდება", - აღნიშნა მან.