ხვალ, 17 მარტს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ტანია მარია იმღერებს. ტანია მარიამ კომპანია "ბრავო-რექორდსის" მოწვევით ჩამოვიდა. "ბრავო-რექორდის" პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
როგორც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრესკონფერენციაზე ტანია მარიამ განაცხადა, ის ძალიან მოხარული საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლით. "ბედნიერი ვარ, რომ ქართველი მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარვადგენ ჩემს რეპერტუარს. ქართველი მსმენელისგან ყოველთვის დიდი მუხტი მოდის. ძალიან მიყვარს საქართველო. კონცერტი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება", - განაცხადა ტანია მარიამ.
"ბრავო რეკორდსის" დამფუძნებლის ზაზა შენგელიას განცხადებით, ტანია მარიას ჩამოსვლა "ბრავო რეკორდსის" გახსნას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოში სხვა ცნობილი შემსრულებლების ჩამოსვლა გაგრძელდება.
ბილეთების გაყიდვა უკვე დღეს დაიწყო და მისი ფასი 30-დან 100 ლარამდე ეღირება.
ტანია მარია თბილისს პირველად 1995 წელს ეწვია. შემდეგ 2002 წელს. მორიგი ვიზიტი კი 2008 წელს შედგა.