თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, "საქართველოს სინფონიეტას" კონცერტი გაიმართა.
ორკესტრს არაერთი უმაღლესი კლასის ორკესტრის დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი და კონცერტმეისტერი ლევ მარკიზი დირიჟორობდა.
პროგრამის ფარგლებში შესრულდა ბ. ბრიტენი (1913-1976) - "უბრალო სიმფონია" სიმებიანი ორკესტრისთვის ოპ.4; ვ.ა. მოცარტი (1756-1791) - დივერტისმენტი F-დურ, კვ.138; ფ. მენდელსონი (1809-1947) - სიმფონია N10. ჰ-მოლლ; დ. შოსტაკოვიჩი (1906-1975) - კამერული სიმფონია ოპ.110ა.
ლევ მარკიზი იყო პირველი ქართული კამერული ორკესტრის კონსულტანტი. 1978 წელს, მისი ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურმა ორკესტრმა, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვა პირველი ადგილი. იგი სისტემატურად ეხმარება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტებს სწავლის პროცესში სტიპენდიებით, მუსიკალური ინსტრუმენტებით და ინსტრუმენტებისთვის საჭირო აქსესუარებით, სანოტო მასალით.