17 მარტს, 20:00 საათზე, კაფე 10ა-ში საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის და კაფე 10ა ინიციატივით, მოეწყობა ერთობლივი აქცია/საღამო SOS იაპონია.
აქცია SOS იაპონია-ს მიზანია გამოხატოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა იაპონიის მიმართ. საღამოს შემოსული თანხა გადაირიცხება სპეციალურ ფონდში იაპონელი ბავშვების დასახმარებლად.
კაფე 10ა - ში დამსწრეთ საშუალება ექნებათ ნახონ იშვიათი ვიდეოჩანაწერი ჯგუფ "Earth, Wind and Fire "-ის იაპონიაში გამართული კონცერტისა. აქციის მსვლელობისას საქველმოქმედო მიზნით, გაიყიდება მაისურები, რომლებზედაც გამოსახული იქნება იაპონიის დროშა და ასევე სპეციალური კოქტეილი SOS იაპონია.
საღამო დასრულდება სიმბოლური წითელი ფერის ბუშტების ჰაერში გაშვებით.