საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების 80% ბალტიის ქვეყნებიდან შემოდის. ამის შესახებ პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანობა საზოგადოების განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა თინათინ ტურძელაძემ აღნიშნა.
"როდესაც მთავრობამ მიიღო გადაწვეტილება, რომ საქართველოს ბაზარზე მაღალი სანდოობის ქვეყნებიდან უნდა შემოსულიყო წამალი, მხარი დაუჭირეთ, მაგრამ ამ ქვეყნების ჩამონათვალი ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ სიაში შესული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც მაღლი სანდოობით არ სარგებლობენ და ევროპულ ქვეყნებში დაშვებულებიც არ არიან", - აღნიშნა ტურძელაძემ და დასძინა, რომ მაღალი სანდოობის სიაში რატომღაც ისრაელი არ მოხვდა.
მისი თქმით, გაუგებარია, რა რეიტინგით დალაგდა ეს ჩამონათვალი.
"ვფიქრობთ,ბალტიისპირეთში წარმოებული წამლები საქართველოში უპრობლემოდ არ უნდა შემოდიოდეს", - აღნიშნა ტურძელაძემ.