ფორმა #100 მისაღებად პაციენტს სამ დღეს საავადმყოფოში დაწოლა მოუწევს. ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ მომართა მოქალაქემ, რომელსაც გულის ოპერაცია სჭირდებოდა და დახმარება მთხოვა. მას ფორმა #100 მოტანა ვთხოვე, რაზედაც საავადმყოფოში უთხრეს, რომ ახალი დირექტივები აქვთ მიღებული და მის გაცემას მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ საავადმყოფოში სამი დღის განმავლობაში დაწვება", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისი მტკიცებით, ხარჯები, რომელიც საავადმყოფოში დაწოლას უკავშირდება, თავად პაციენტმა უნდა აანაზღაუროს.