საფრანგეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველ ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა. როგორც "ბარსელონას" ოფიცილური ვებგვერდი იუწყება, აბიდალს ოპერაცია პარასკევს ჩაუტარდება.
აბიდალის სურვილით, "ბარსელონა" გულშემატკივრებს სთხოვს, რომ მათ მაქსიმალური პატივისცემა გამოიჩინონ აბიდალის პირადი ცხოვრების მიმართ. ამ ეტაპზე უცნობია, სიმსივნე რამდენად შეუქმნის ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხეს. როგორც სპორტული მედიასაშუალებები იუწყებიან, აბიდალი მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებს.