რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს კოსოვოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება სერბეთის გაერთიანებულ თემთა ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო.
საბჭოს თავმჯდომარის რადოვან ნიჩიჩის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ პუტინი და მისი თანამოაზრეები სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე უფრო მეტად ზრუნავდნენ და მხარს უჭერდნენ, ვიდრე _ ბელგრადი.
კოსოვოელი სერბების აზრით, ამ სიმბოლური ჟესტით, მათ სერბეთის მთლიანობის შენარჩუნების მცდელობისთვის რუსეთის პრემიერის დამსახურება დააფასეს, რომლის შემადგენლობიდანაც კოსოვო სამი წლის წინ გამოვიდა.