ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურიდან 80 კილომეტრის მოშორებით, რადიაციის შემთხვევა ონკანის წყალზეც დაფიქსირდა. როგორც ბირთვული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, წყალში აღმოჩენილი ქიმიური ნივთიერებები - იოდი და ცეზიუმი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათი თქმით, წყალში რადიაციის დონე ძალიან დაბალია. მათივე თქმით, წყალზე რადიაციის გავრცელება ელექტროსადგურის დაზიანებამ გამოიწვია.
მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ სასმელი წყლის გარეშე 1.6 მილიონი ადამიანია დარჩენილი. იაპონიის მთავრობამ მათთვის 300 წყლით სავსე ავტომობილი გაგზავნა. დაკარგულად და დაღუპულათ ითვლება 10 000-ზე მეტი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები