ფორმა #100 მისაღებად პაციენტს სამი დღეს საავადმყოფოში დაწოლა მოუწევს. ამის შესახებ დღეს, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ მომართა მოქალაქემ, რომელსაც გულის ოპერაცია სჭირდებოდა და დახმარება მთხოვა. მას ფორმა #100 მოტანა ვთხოვე, რაზეც საავადმყოფოში უთხრეს, რომ ახალი დირექტივები აქვთ მიღებული და მის გაცემას მხოლოდ მაშინ შეუძლიათ თუ საავადმყოფოში სამი დღის განმავლობაში დაწვება", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე მტკიცებით, ხარჯები, რომელიც საავადმყოფოში დაწოლას უკავშირდება თავად პაციენტმა უნდა აანაზღაუროს.