თავისუფალი დემოკრატების ლიდერები გურჯაანის თეატრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ირაკლი ალასანიამ გურჯაანელებს პარტიის სოფლის მეურნეობის პროგრამა "გავაძლიეროთ სოფელი დავძლიოთ სიღარიბე" გააცნო.
"ჩვენ ვემზადებით რევოლუციური არჩევნებისთვის, მოსახლეობას ვთავაზობთ რეალურ ალტენტივას, როგორ ვაპირებთ უმუშევრობის, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პრობლემების მოგვარებას.სწორედ ამას ამესახურება თავისუფალი დემოკრატების ყოველდღიური შეხვედრები ამომირჩეველთან რეგიონებსა და დედაქალაქში ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.