"ფუკუსიმა 1"-ის ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე სპეციალისტებს სადგურზე დაბრუნების უფლება მისცეს. სპეციალისტების გაყვანა რადიაციული ფონის მომატების გამო მოხდა.
დღეს დილით, თბილისის დროით 05:20 საათზე, რადიაციის დონე საათში 2 399 მიკროზივერტი იყო, 05:45 საათზე - 6 400 მიკროზივერტი. 05:54 საათზე კი, 2 300 მიკროზივერტი. 06:00 საათისთვის მან საათში 3 300 მიკროზივერტი შეადგინა.
დღესვე მესამე რეაქტორიდან კვამლის ამოსვლა დაიწყო. ხოლო მეოთხე ენერგობლოკზე ხანძარი გაჩნდა
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. მწყობრიდანაა გამოსული რეაქტორის გაგრილების სიტემა, რომლის მუშაობის აღდგენა ვერ ხერხდება.