ექსპერტები "ფარმაციის შესახებ" კანონის გადახედვას მოითხოვენ.
როგორც დღეს, "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანობა საზოგადოების განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა თინათინ ტურძელაძემ აღნიშნა,
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ხარისხის პრობლემა მწვავედ დგას.
"კანონში არსი ჩანაწერი, რომ თუ მარეგულირებელი ვერ ახერხებს 10-დღიან ვადაში მაძიებელს შეატყობინოს, რომ მისი მიერ წარმომადგენელი წამალი დაწუნებულია, ასეთ დროს ეს პრეპარატი ავტომატურად დარეგისტრირებულად ითვლება", - აღნიშნა ტურძელეძემ.
მისივე თქმით, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კანონში არ არსებობს და აუცილებელია მისი ამოღება.
"ის, რომ დაწუნებული წამალი შემოვიდეს და დარჩეს ბაზარზე კანონის დონეზე ეს დაუშვებელია", - აღნიშნა ტურძელაძემ.
ამასთან, მისივე შეფასებით, წამლის ხარისხიანობის შესამოწმებლად მარეგულირებელს ძალიან ცოტა დრო აქვს, რაც ხშირ შემთხვევაში პრეპარატის არასათანადოდ შემოწმებას იწვევს.