ექსპერტების შეფასებით, სოფლის ექიმებთან დაკავშირებით გაუგებარი და რთულ მდგომარეობაა შექმნილი. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე ჯანდაცვის ექსპერტმა ნინო ქარუმაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე სოფლის ექიმებმა თავად გაარემონტეს ოთახები ზოგმა საკუთარ სახლში, ზოგმა კი გამგეობის ან ამბულატორიის შენობაში და ამ სიტუაციაში მოიგო იმან, ვინც კაბინეტი საკუთარ სახლში გაარემონტა, ვინც სახელმწიფოს საკუთრების შენობაშია, აღმოჩნდა, რომ ახალი "საგადასახადო კოდექსის" ამოქმედების შემდეგ, იჯარის ფული აქვს გადასახდელი.
მისივე თქმით, ექიმის და ექთნის ურთიერთობა სამართლებრივად არ არის დარეგულირებული და, შესაბამისად, მათი ნორმალური ურთიერთობა, მათ კეთილ ნებასა და პატიოსნებაზეა დამოკიდებული.
"არ არსებობს რაიმე ნორმა, რაც ექთან და ექიმს როგორც იჯარის, ისე კომუნალური გადასახადების ერთობლივად გადახდას დაავალდებულებს და ა.შ. სოფლის ექიმის ხელფასი თვეში დაახლოებით 450 ლარია, საიდანაც ისინი იჯარას და კომუნალურ გადასახადებსაც იხდიან", - აღნიშნა ქურუმაძემ.