საქართველოში სამედიცინო დარგებს განადგურება ემუქრება, _ ამის შესახებ დღეს, "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართული შეხვედრის დროს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა ჯონი ჯანაშიამ აღნიშნა.
მისი თქმით, საფრთხე ემუქრება დამწვრობის ცენტრს, რომლის მსგავსი მთელს საბჭოთა სივრცეში მხოლოდ მოსკოვში არსებობდა და საქართველოს ერთადერთი იყო, სადაც თერმული დამწვრობის მთელი სკოლა შეიქმნა.
მისივე თქმით, მიმდინარე პრივატიზაციის ფარგლებში გაურკვეველია პარაზიტოლოგიის დარგის, ვენეროლოგია-დერმატოლოგიის, ადამიანის რეპროდუქტოლოგიის და სხვა მნიშვნელოვანი სამედიცინო დარგებს ბედიც.
"ასეთი მიდგომებით საბოლოოდ მივიღებთ ამ დარგების სრულ განადგურებას, თუ სახელმწიფომ სასწრაფოდ თავის პოზიცია არ შეცვალა", - აღნიშნა მან.
ამასთან, ჯანაშიამ ყურადღება გაამახვილა მშობიარეებისთვის ვაუჩერების სისტემის გაუქმებაზეც და აღნიშნა, რომ ეს ფაქტორი მშობიარობის შემცირებას აუცილებლად გამოიწვევს.