ვაშინგტონში, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამები განიხილეს, ასევე ჯანდაცვისა და საკონსულო ურთიერთობების სფეროებში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე მუშაობის მორიგ ეტაპს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასიც ეხმაურება. მისი განცხადებით, ქარტია მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობას და პარტნიორობის სამომავლო გეგმას განსაზღვრავს.
დიპლომატის თქმით, ეს დოკუმენტი ქვეყნებს შორის ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს, რაც მეტად მნიშვნელოვანია.