საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობამ "სკანდალის მეფეს", მსახიობს სტანისლავ სადალსკის რუსულ კინოში გადაღების საშუალება წაართვა. ამის შესახებ გამოცემა "პერვაია გაზეტა" წერს.
კინემატოგრაფიაში მუშაობა აკრძალული მაქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ, მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და ამიტომ ტაბუ დამადეს", _ განაცხადა სადალსკიმ.
შეგახსენებთ, სადალსკიმ საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს ღირსების ორდენი 2007 წელის თებერვალში მიიღო. იმავე წლის დეკემბერში იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კი საქართველოს ინტერესებს იცავდა.
"სკანდალის მეფის" ტიტულის შესახებ სადალსკიმ განაცხადა, რომ უაღრესად პატიოსანი ცხოვრების გამო, ეს წოდება საკუთარ თავს თვითონ მიანიჭა. "ეს თვითონ მოვიფიქრე, რადგან იცით, რომ არსებობენ შანსონის, რუსული სიმღერის მეფეები... მეც გავყევი პოპულარობის ტალღას და ვთქვი: "მე სკანდალის მეფე ვარ". სინამდვილეში უბრალოდ ვცდილობ, ვიყო პატიოსანი, არასდროს ვიტყუები, ადამიანებს სიმართლეს თვალებში ვეუბნები. ბევრს ეს არ მოსწონს. სხვებს ეშინიათ ვინმეზე სიმართლის თქმის, მე კი არ მეშინია", - განაცხადა საქართველოს სახალხო არტისტმა სტანისლავ სადალსკიმ.