მთავრობა აგრარული უნივერსიტეტის რეორგანიზაციას გეგმავს, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის განვითარებაში ჩაიდება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციები.
"აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირება მნიშვნელოვანია. უკვე ჩამოყალიბდა კერძო ფონდი: "აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი", რომელიც მჭიდროდ იურთიერთებს აგრარულ უნივერსიტეტთან და უნივერსიტეტში სოლიდური მოცულობის ინვესტიციებს განახორციელებს. ინვესტიცია განხორციელდება როგორც აგრარული უნივერსიტეტის ასევე სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
განათლებისა და მენციერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირებისთვის და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოსთან ერთად კერძო ინვცესტიციებიც განხორციელდება.
"სოფლის მეურნეობის დარგში სპეციალისტების მხრივ სერიოზული დეფიციტია და ამიტომ აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირება მნიშვნელოვანია. ამ პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო და კერძო სექტორი უნივერსიტეტის რეფორმირებას იწყებენ. რათა აგრარული უნივერსიტეტი გახდეს ევროპული დონის უნივერსიტეტი, სადაც ახალგაზრდები მნიშვნელოვან პროფესიებს დაეუფლებიან, დაეხმარებიან ქვეყანას და აგრარულ სექტორს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
აღსანიშნავია რომ აგრარული უნივერსიტეტის რეფორმის ძირითადი ნაწილი ზაფხულში დასრულდება.