ომის ვეტერანებმა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სოხუმზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევის დღე გაიხსენეს. ისინი გმირთა მოედანზე მივიდნენ და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს დევნილთა სამოქალაქო კოალიციის წევრებმაც. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 15 მარტის მოვლენები გაიხსენეს და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრეს.
ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს ქართულ-აფხაზური ომი არ ყოფილა და ქართველ მებრძოლებთან ერთად, მათ ომში დაღუპულ აფხაზ მეომრებსაც მიაგეს პატივი.
აღნიშნულის პარალელურად, მემორიალის სკვერში 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შეტევის ამსახველი ფოტოები გამოიფინა.