სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში ყველა ბირთვული რეაქტორის საფუძვლიანად შესწავლის შესახებ ბრძანება გასცა. კორეის პრეზიდენტის განცხადება იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა სიტუაცუამ განაპირობა. ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის სამხრეთ კორეაში 21 ბირთული რეაქტორია ამოქმედებული.
კორის რაიონში, სადაც რამდენიმე ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, კორეის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი უკვე გაემართა. მას ბირთვული ენერგიის სპეციალისტებიც ახლავს.
აქამდე სამხრეთ კორეაში მოქმედ ოთხ ატომურ ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობა არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ,11 მარტს იაპონიაში არაერთი განმეორებითი ბიძგი მოხდა, ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ 9,0 მაგნიტუდა შეადგინა. ეს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, იაპონიის ისტორიაში ყველაზე დიდი მიწისძვრაა. მიწისქვეშა ბიძგებმა და მოგვიანებით მოვარდნილმა ცუნამმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონს უდიდესი ზარალი მიაყენა. უგზო-უკვლოდ 10 ათასზე მეტი ადამიანია დაკარგული. გარდა ამისა, იაპონიის ფუკუსიმას ატომურ კომპლექსზე საგანგებო სიტუაციაა შექმნილი, სადაც რამდენიმე აფეთქება და ხანძარი გაჩნდა. ამასთან, რადიაციის გაჟონვაც ფიქსირდება.