ბაჰრეინის უშიშროების ძალებმა ქვეყნის დედაქალაქში დემონსტრატების მიერ ჩახერგილი ქუჩების გაწმენდა დაიწყეს.
BBC - ის ინფორმაციით საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს წინააღმდეგობას უწევენ.
ხელისუფლება ცრემლსადენ გაზს იყენებს.
მანამის გარეუბნებში ხანძარია, თუმცა კონკრეტულად სად მდებარეობს ხანძრის კერა ამის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, როიმ ბაჰრეინში მიმდინარე საპროტესო აქციის მონაწილეთა უმრავლესობა შიიტია, რომლებიც პოლიტიკურ რეფორმებს ითხოვენ. ქვეყნის ხელისუფლება კი მეტწილად სუნიტებითაა დაკომპლექტებული.
მასალის გამოყენების პირობები