"სარკოზიმ, უპირველესად, დაგვიბრუნოს ის ფულები, რაც მან ლიბიისგან თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის აიღო",_განაცხადა ლიბიის ლიდერის ვაჟმა საიფ ალ-ისლამმა "ევრონიუსის" ჟურნალისტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
საიფ ალ-ისლამის თქმით, ლიბიის ხელისუფლებამ დაუფინანსა სარკოზის საარჩევნო კამპანია, რის შესახებაც ლიბიის მხარე ყველანაირ დოკუმენტაციას ფლობს.
"პირველი, რასაც ამ ჯამბაზისგან (საუბარია სარკოზიზე) მოვითხოვთ, ისაა, რომ დაუბრუნოს ფული ლიბიელ ხალხს. ჩვენ მას დავეხმარეთ, რათა იგი დახმარებოდა ლიბიელებს. თუმცა მან იმედები გაგვიცრუა. მაშინ დაგვიბრუნოს ჩვენი ფულები. ყველანაირ დოკუმენტაციას ვფლობთ_საბანკო ანგარიშებს, საბანკო გადარიცხვებს_და ამ ყველაფერს მალე გამოვამზიურებთ",_აღნიშნა საიფ ალ-ისლამმა.
ცნობისთვის, "ევრონიუსის" ჟურნალისტი დაინტერესდა კადაფის რეაქციით, როცა საფრანგეთმა, კერძოდ, სარკოზიმ, პირველმა აღიარა ლიბიის ნაციონალური რევოლუციური საბჭო.