ამერიკის შეერთებული შტატებში პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელი მონაწილე 110 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ფრენკ ბაკლსი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში 16 წლის წავიდა დასავლეთ ვირჯინიაში სამხედრო წესის მიხედვით დაკრძალეს.
პირველი მსოფლიო ომში მონაწილე უკანასკნელი ამერიკელის ხსოვნას პატივი აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმაც მიაგეს, რომლებიც გარდაცვლილთან გამოსათხოვებლად ჩავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობას დაახლებით ხუთი მილიონი ამერიკელი სამხედრო იღებდა.
მასალის გამოყენების პირობები