საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის რადას დეპუტატები ვიცე-პრემიერ მინისტრ გიორგი ბარამიძეს შეხვდნენ.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი განიხილეს.
გიორგი ბარამიძემ უკრაინის ევროპული პარტიის ლიდერს დეტალურად გააცნო ქვეყნის სამოქმედო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რომელიც ტერიტორიების ქვეყნის შემადგენლობაში მშვიდობიანი გზით დაბრუნებას გულისხმობს.
უკრაინის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან. ისინი დეტალურად გაეცნობიან იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში წარმატებით გატარდა.