საქართველოს მთავრობა იაპონიის დასახმარებლად გათვალისწინებული თანხის ზუსტ ოდენობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ის სოლიდური იქნება.
"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იაპონიას სერიოზული თანხა გამოუყოს", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება ქართველ მაშველთა 40-კაციან ჯგუფს, ქვეყნის მთავარი დიპლომატის თქმით, ის იაპონიაში გასამგზავრებლად მზადაა.
"ჩვენ უბრალოდ ველოდებით იაპონური მხარისგან ინსტრუქციას, კონკრეტულად რომელ ქალაქში უნდა მოხდეს ჩვენი მაშველების ჩაფრენა", - აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული იაპონიის დახმარება საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. საქართველოს გარდა იაპონიას დახმარებას 100-მდე ქვეყანა აღმოუჩენს.