საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამძიმრის გამოსახატად იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა.
ქვეყნის მთავარი დიპლომატი იაპონიის ელჩს შეხვდა და სამძიმრის წერილი გადასცა. გრიგოლ ვაშაძე საქართველოში იაპონიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მეუღლე ნინო ანანიაშვილსა და მოადგილე ნინო კალანდაძესთან ერთად ესტუმრა.
"ჩვენი სახელმწიფო და ერი შეძრწუნებულია იმ ტრაგედიის გამო, რაც ც იაპონიაში მოხდა, მაგრამ მეორეს მხრივ, არ შეიძლება აღტაცება არ გამოიწვიოს იაპონელი ხალხის გამძლეობამ, მობილიზებულობამ და მათმა უნარმა, გვერდით დაუდგნენ ერთმანეთს", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს 9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ამას დაერთო ატომურელექტროსადგურებზე რეაქტორების აფეთქება. ტრაგედიის შედეგად ათასობით მოქალაქეა დაღუპული.