ლონდონში ოლიმპიური თამაშების გამართვის მოახლოებასთან ერთად სასტუმროების ღირებულების ზრდას ვარაუდობენ. ინტერნეტ-პორტალ apa.az-ის ინფორმაციით, ლონდონში ზოგიერთმა სასტუმრომ ფასები უკვე გაზარდა. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ნომრის ღირებულებას ოლიმპიადის დღეებში 200 ფუნტიდან 1,1 ათას ფუნტამდე გაზრდის.
სასტუმროთა ნაწილი ფასების კატასტროფულ ზრდას არ პროგნოზირებს და მათთან სასტუმრო ნომრების ღირებულება საშუალოდ 131 ფუნტიდან 297 ფუნტამდე გაიზრდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტით დაჯავშნის შემთხვევაში, ოლიმპიანის ჩატარების პერიოდში, შეკვეთის გაუქმება პოტენციურ კლიენტს 100 %-ი დაუჯდება. სასტუმროები 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე სასტუმროების დაჯავშნის შემთხვევაში, ნომრის საფასურის წინასწარ 60 %-იან გადახდას ითხოვენ.