"სამართლიანი საქართველოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთში გაემგზავრა.
როგორც ნოღაიდელმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა, ამჯერად პოლიტიკური შეხვედრების გამართვა არ იგეგმება და მოსკოვში მორიგი ვიზიტის ფარგლებში ის მხოლოდ ქართული დიაპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივის გაცნობას გეგმავს, რომელსაც მედიასთან საუბარში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.
წინასწარი ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის დედაქალაქში კვირის ბოლომდე დარჩება.