ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს და მას "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე, "ახლების" წარომადგენელი მანანა ნაჭყებია და "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ნიკა ლალიაშვილი ესწრებიან.
როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სოციალური ვითარების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს გუშინ ეწვია.