ფუკუსიმა-1 ატომური ელექტროსადგურიდან თეთრი კვამლი ამოდის. BBC-ს ინფორმაციით კვამლი, სავარაუდოდ, მესამე რეაქტორიდან ამოდის.
სადგურის ტერიტორიაზე რადიაციული ფონის მომატებისა და სადგურის თავზე ფრენების აკრძალვის გამო ზუსტი ინფორმაცია თუ რა არის კვამლის მიზეზი ჯერ-ჯერობით არ ვცელდება.
წუხელ თბილისის დროით 01:00 საათისთვის ხანძარი გაჩნდა სადგურის მეოთხე რეაქტორზეც.