"ავღანეთში ქართული სამშვიდობო მისიის მონაწილეობის საკითხი საქართველოს ღირსების, პრესტიჟის და მომავლის საკითხია", - ამის შესახებ პრეზიდენტა მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში საერთაშორისო და ამერიკული ძალების მეთაურ, გენერალ დევიდ პეტრეუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მასთან შეხვედრაზე გენერალმაც აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცები არიან მათ შორის, ვისაც ავღანეთში ოდესმე უმსახურია.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპულ ჯარისკაცებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი დანაკარგი მისი პირადი ტრაგედიაა.
"ყოველი ასეთი დანაკარგი ჩემთვის პირადი ტრაგედია, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი ჯარისკაცები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და მისიას და ეს არის საქართველოს ღირსების, პრესტიჟის და მომავალის საკითხი", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.