დღეს, 16 მარტს, 14:00 საათზე, 12 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ( თავისუფალი საქართველოს, საქართველოს გზის, ახალგაზრდული ფორუმის, რესპუბლიკური პატიის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული საბჭოს, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის, ქართული დასის, სოციალ დემოკრატიული პარტიის, ჩვენ თვითონ და ქალთა პარტიის) ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იაპონიის საელჩოში მივა და იაპონელ ხალხს, იაპონიაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმარს გამოუცხადებს.
პოლიტიკური პარტიების წევრები მედიისთვის გააკეთებენ სამძიმრის განცხადებას.