"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაციის" წევრები ბიზნეს ომბუდსმენს შეხვდებიან.
ასოციაციის ინფორმაციით, 16 მარტს, 17:00 საათზე, "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაციაში" (გამრეკელის, ყოფილი კუტუზოვის #19, მე-3 სართული, ოფისი 311) გაიმართება სამუშაო შეხვედრა ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიასა და ასოციაციის წევრებს შორის.
შეხვედრის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული პრობლემების განხილვა და შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაა.