დღეს, 16 მარტს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა გაიმართება. კომიტეტის წინა სხდომა 16 თებერვალს გაიმართა, სადაც სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ.
სებ-ის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. იანვარში სამომხმარებლო ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს.