თიბისი გალერეაში TBC Smart Club-ის გვერდზე გამოცხადებულ კონკურსში - "ჩემი art" - გამარჯვებული ხელოვანების ნამუშევრები გამოიფინა. კონკურსზე წამოდგენილი 1000 ნამუშევრიდან ჟიურის საბოლოო შეფასებით გადაირჩა 147, რომელთა დათვალიერება, თიბისი გალერეაში 5 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებმაც ბანკისგან საჩუქრად პერსონალური გამოფენა და ძვირფასი პრიზები მიიღეს.
სოციალური მედიის გამოყენება დღითიდღე აქტუალური ხდება. მსოფლიო მასშტაბით, უამრავი ორგანიზაცია, თუ კერძო კომპანია იყენებს სხვადასხვა სოციალურ ქსელს არსებულ, თუ პოტენციურ კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად. საქართველოში საზოგადოებასთან კომუნიკაციის ამ თანამედროვე მეთოდის აქტიური გამოყენება, პირველმა თიბისი ბანკმა დაიწყო, როდესაც Facebook-ზე Smart club-ის ფანგვერდი შექმნა.
დღეისთვის, Smart club-ის ფანგვერდის ვირტუალური აუდიტორია უკვე 125 000-ზე მეტ ფანს აერთიანებს და მათი რიცხვი ყოველდღიურად უპრეცედენტოდ იზრდება. რეალურად TBC Smart Club მოიცავს Facebook-ის ქსელის ქართული აუდიტორიის 25%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისი TBC Smart Club ეს არის სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში.
Smart Club -ის გვერდზე მუდმივად ტარდება კონკურსები და თამაშები რომლებშიც აქტიურად არიან ჩართული ფანები. მათი უმეტესობა ინოვაციურია ქართულ ინტერნეტსივრცეში და შესაბამისად მომხმარებლის დიდ ინტერესს იწვევს.
Smart Club-მა თავის ფანებს შესთავაზა პირველი ქართული სოციალური თამაში Smubble, მილოცვების ახალი პლატფორმა - "ჯადოსნური ყუთი'', სახალისო და ინტერაქტიული თამაში "საჰაერო კოცნა".
თიბისი ბანკის ინიციატივით, ბლოგერების ნაშრომები პირველად საქართველოში ერთ წიგნად გაერთიანდა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ კრებულის, "Facebook-მა რა ჰქმნა?!" სახით გამოიცა.