იაპონიაში, ნანგრევებიდან ერთი მამაკაცი და ერთი ქალი ამოიყვანეს. ნანგრევებში მათ ოთხი დღე გაატარეს. როგორც "news.sky.com" იუწყება, ქალი 70 წლისაა, ხოლო მამაკაცის ასაკი უცნობია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალი ჰიპოთერმიითაა დაავადებული, თუმცა დაავადებას მისი სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეუქმნია. ორივე გადარჩენილი ჰოსპიტალებში არიან გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში ნგრევა 11 მარტის მიწისძვრასა და ცუნამის მოჰყვა. არაოფიციალური მონაცემებით, სტიქიას რამდენიმე ათასი ადამიანი შეეწირა.